უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ჯარის წინსვლა ყველა მიმართულებით „დიდწილად შეჩერებულია“. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.
უწყების ბოლო ინფორმაციით, ბოლო დღეებში რუსულმა ჯარებმა ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში მხოლოდ „მინიმალურ პროგრესს“ მიაღწიეს.
ამასთანავე, აღნიშნულია, რომ რუსეთის ჯარს ისევ „დიდი დანაკარგები აქვს“, შეჭრა კი ყველა ფრონტზე „დიდწილად შეჩერებულია“.
ბრიტანული თავდაცვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, უკრაინული ჯარი მოხსენიებულია როგორც „კარგად კოორდინირებული და მტკიცე“ და აღნიშნულია, რომ ტერიტორიის უდიდესი ნაწილი კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება.