რუსეთის არმიამ ხარკოვის რეგიონში კაზაკ ლოპანს კასეტური ბომბები ესროლა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ დერგაჩივის მერმა ვიაჩესლავ ზადორენკომ განაცხადა.
„რამდენიმე საათის წინ რუსეთის არმიამ კაზაკ ლოპანს კასეტური ბომბები ესროლა. შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი ზუსტდება“, – წერს ზადორენკო.
მისი თქმით, ოკუპანტებმა სოფლის ცენტრში რკინიგზის სადგური, მაღაზიები, აფთიაქები და სხვა სამოქალაქო შენობები დაბომბეს.
ამასთან, არ დაზიანებულა სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტები.