უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაახლოებით 14 400 რუსი სამხედრო დაიღუპა.
ამასთან, სამინიტროს ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგა 95 თვითმფრინავი, 115 ვერტმფრენი, 1 470 ჯავშანმანქანა, 213 საარტილერიო ელემენტი, 466 ტანკი, 17 უპილოტო საფრენი აპარატი, 914 მანქანა.
რუსეთი საკუთარი დანაკარგების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას იშვიათად ავრცელებს. უახლესი მონაცემები 2 მარტს გამოაქვეყნეს, როდესაც რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინაში ე.წ. „სამხედრო ოპერაციის“ დაწყებიდან მათი 498 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.