დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, გზებზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეფერხებით გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
მუნიციპალური ავტობუსების მომსახურება, ამ დროისთვის, სრულად არის შეჩერებული შემდეგ მარშრუტებზე:
N4 ბარათაშვილი – წავკისი
N10 ბარათაშვილი -კოჯორი
N29 სადგურის მოედანი – სოფ. თხინვალა
N89 ვაჟა-ფშაველას მე – 4 მკ/რ( ვეძისი ) – დიდუბე
N90 ბარათაშვილი – ოქროყანა (მთაწმინდა)
N99 მს დელისი – ნუცუბიძის მე-5 მ/რ
N103 ბარათაშვილი – ტაბახმელა
N106 ბარათაშვილი – კიკეთი
N112 ბარათაშვილი – შინდისი
N334 მს დელისი – წყნეთი
N363 სახ. უნივერსიტეტი – სოფ. თხინვალა
ნაწილობრივი შეზღუდვებია და ბოლო გაჩერებამდე ვერ მიდის ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე:
N6 ბარათაშვილი – პოლიტკოვსკაიას ქ.
N18 მს ისანი- პატარა ლილო
N27 სადგურის მოედანი – ვაშლიჯვარი
N47 სადგურის მოედანი – ნუცუბიძე
N88 ბარათაშვილი – ნუცუბიძე
N107 მს დელისი – სოფ ლისი (წოდორეთი)
N301 წმინდა ბარბარეს უბანი – პოლიტკოვსკაიას ქ.
N332 სადგურის მოედანი – ნუცუბიძე
“თბილისის მერია თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, ცენტრალურ ქუჩებში იმოძრაონ მხოლოდ ზამთრის საბურავებით აღჭურვილი ავტომანქანებით, ხოლო შემოერთებულ ტერიტორიებსა და პრობლემურ მონაკვეთებზე, მაღალი გამავლობის ავტომანქანების გარდა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან”. – წერია განცხადებაში.
მერიის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში, 4 000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა თბილისის ათივე რაიონსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისში, ბეთანიაში, ახალდაბაში, დიდგორსა და სოფელ თელოვანში.