23.11.2024

ალექსეი არესტოვიჩი – რუსეთის არმიაში რეპრესიები დაიწყო

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინაში წარუმატებელი საომარი მოქმედებების გამო რუსულ არმიაში რეპრესიები დაიწყო. 

„დაიწყო რეპრესიები რუსულ ჯარში და დაიწყო უკრაინაში წარუმატებლობის პასუხისმგებელთა ძებნა. ახლა, როდესაც რუსეთის სარდლობამ ვერ შეასრულა მთავარი ამოცანა, დაიწყო რეპრესიების ფაზა. ჩვენი სპეცსამსახურებიდან, გენერალური შტაბიდან გვაქვს არაერთი ინფორმაცია, რომ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში და სხვა ფორმირებებში, ასევე, ეროვნულ გვარდიაში წარუმატებლობაში პასუხისმგებელთა ძებნა დაიწყო. ასობით და ათეულობით რუს სამხედრო მოსამსახურეს ექვემდებარება დამამცირებელ შემოწმებას, მათ ბრალი ედებათ საომარ მოქმედებებზე უარის თქმაში, ხასიათის სისუსტესა და სიმხდალეში“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩმა, ასევე, აღნიშნა, რომ პუტინის არმიის გენერლები და უმაღლესი სამხედრო ლიდერებიც კი უკრაინელი სამხედროების თავდასხმის ქვეშ არიან. მისი თქმით, რუსეთმა რაც არ უნდა ახალი ძალები დააყენოს ფრონტის ხაზზე, ყველა მცდელობა წარუმატებელი ექნებათ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img