22.11.2024

ზელენსკი ქსენეთს – უკრაინელებმა 80 წლის წინ ებრაელების გადარჩენა აირჩიეს, ახლა ისრაელსაც აქვს არჩევანი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ისრაელის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მან ებრაელ ხალხს კიდევ ერთხელ გაახსენა ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტია, რომელმაც მთელი ქვეყანა გაანადგურა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს პარტიაც ზუსტად იმ დღეს დაარსდა, როდესაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა – 24 თებერვალს

ისრაელის პარლამენტისთვის მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა კიევში ჰოლოკოსტის მემორიალთან, ბაბინ იართან ახლოს სარაკეტო თავდასხმა გაიხსენა.

“თქვენ იცით, რომ ეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალია და აქ არის ებრაელი ხალხის სასაფლაო, სადაც ისრაელიდან ათობით ათასი ადამიანი ჩამოდის რაბინი ნაჩმანის საფლავის მოსანახულებლად. […] რა დარჩება უკრაინის ქალაქებისგან ამ ომის შემდეგ?

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ტკივილს გრძნობთ, მაგრამ შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ ველოდებით ჯერ კიდევ თქვენს დახმარებას როცა სხვა ქვეყნები გვეხმარებიან? […] რა არის ეს? გულგრილობა? პოლიტიკური გათვლა? მედიაცია მხარის არჩევის გარეშე? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას თქვენ მოგანდობთ, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გულგრილობა კლავს. გათვლები შესაძლოა მცდარი იყოს. მედიაცია შესაძლებელია ქვეყნებს შორის, მაგრამ არა სიკეთესა და ბოროტებას შორის” – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა პარლამენტს ჰკითხა, რატომ არ მიაწოდა ისრაელმა უკრაინას იარაღი ან რატომ არ დაუწესა რუსეთს სანქციები. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა რკინის გუმბათი საუკეთესოა მსოფლიოში. ჯერ კიდევ 2021 წელს უკრაინას ამ თავდაცვის სისტემის შესყიდვა სურდა.

“თქვენ იცით როგორ დაიცვათ თქვენი ინტერესები და დაეხმაროთ უკრაინასაც. დაიცვათ უკრაინელები. დაიცვათ უკრაინის ებრაელები. თქვენ ბევრჯერ გთხოვეთ, მაგრამ იარაღი არ მიგვიღია თქვენგან. რატომ არ დაუწესა ისრაელმა სერიოზული სანქციები რუსეთს. ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ და ამ პასუხებთან იცხოვროთ.” – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ თავისი არჩევანი 80 წლის წინ გააკეთა და ახლა ისრაელი იმავე არჩევანის წინაშეა.

“უკრაინელებმა თავისი არჩევანი 80 წლის წინ გააკეთეს, როცა ებრალები გადაარჩინეს […] ისრაელის ხალხო, ახლა თქვენც გაქვთ არჩევანი.” – თქვა ზელენსკიმ მიმართვის ბოლოს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img