21.11.2024

2021 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 17 229.9 მლნ ლარს გაუტოლდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 17 229.9 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.8 პროცენტი შეადგინა.

„საქსტატის“ ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 13.4 პროცენტით გაიზარდა.

„2021 წლის მეოთხე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება (40.6 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (11.2 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (15.0 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (72.8 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (34.4 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (56.5 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (31.0 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (10.1 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (14.4 პროცენტი). კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (-33.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (-1.5 პროცენტი) და შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის (-36.1 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17.7 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (12.3 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.0 პროცენტი), მშენებლობა (8.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.2 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (5.7 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.0 პროცენტი)“, – ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img