22.11.2024

დავით უსუფაშვილი – პრეზიდენტის მოქმედებების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემდეგ, მეორე ნაბიჯი იმპიჩმენტი იქნება

პრეზიდენტის მოქმედებების არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და კონსტიტუციის დარღვევის ასეთი ფაქტების დაგროვების შემდეგ, მეორე ნაბიჯი იმპიჩმენტი იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითიც გამოეხმაურა “ოცნების” მიერ პარლამენტში წარდგენილ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებებს.

უსუფაშვილის აზრით, საკანონმდებლო ცვლილებები პრეზიდენტის ავტორიტეტის შელახვისა და იმპიჩმენტისთვის გზის მოსუფთავების მიზანს ემსახურება.

“თუკი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის დასკვნით ნაწილში ჩაიწერება, რომ პრეზიდენტის პარიზში ვიზიტი, კონსტიტუციას არ შეესაბამებოდა, ამ დროს რას აკეთებს პარლამენტის წევრი, რომელსაც პრეზიდენტის იმპიჩმენტი სურს?… ამავე თემით და 50 დეპუტატის ხელმოწერით ის საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის და საკონსტიტუციო სასამართლოს ეუბნება, რომ ვთვლი, რომ პრეზიდენტის პარიზში გამგზავრებით კონსტიტუცია დაირღვა და ვითხოვთ დასკვნას, ეს ასე თუ არა, რადგან პრეზიდენტის იმპიჩმენტს კენჭი უნდა ვუყარო… ის აქვე მიუთითებს, რომ ორი კვირის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში უკვე ჩაწერილია, რომ კონსტიტუცია დარღვეულია.

პრეზიდენტის მოქმედებების არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და კონსტიტუციის დარღვევის ასეთი ფაქტების დაგროვების შემდეგ, მეორე ნაბიჯი იმპიჩმენტი იქნება“, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში მომზადებული ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს 22 მარტის სხდომაზე წარედგინება.

მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს მეორე ორგანოს წინააღმდეგ კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება არის დასაშვები.

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით კი, ასეთი დავის წამოწყება შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ “მოქმედება/უმოქმედობის“ საფუძველზეც, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img