22.11.2024

რუსეთ-უკრაინის ომის დროს, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გამართულა საპროტესტო აქციები და არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა, ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა

„მთელ მსოფლიოში, არც ერთ ქვეყანაში, ისე ვითარებაში, რომელიც ახლა არის უკრაინაში, ანუ რუსეთ-უკრაინის ომის დროს, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გამართულა საპროტესტო აქციები და არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა„, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს სიტუაცია განსაკუთრებული და უნიკალურია.

„ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და რუსის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად და ამ დროს, ამ ვითარებაში, როდესაც სიტუაცია არის არაპროგნოზირებადი და მოწყვლადი მთელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით, რა თქმა უნდა, სრულად მიუღებელი და გაუგებარი იყო ის ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომელიც იმართებოდა. ჩემთვის პირადად, როგორც მოქალაქისთვის სრულიად მიუღებელია აღნიშნული. სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ეს, რა თქმა უნდა, იმ ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც წლებია უკვე ატარებენ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა, ეს არის მე-5 კოლონა, ეს არის შულავერის კომიტეტი, რომელიც საქართველოში მოქმედებს. ამიტომ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის ინტერესს დავიცავთ ბოლომდე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img