22.11.2024

მთავრობა ჩვენი გონივრული და სახელმწიფოებრივი, ეროვნული პოლიტიკით ვახერხებთ იმას, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული მშვიდობა და სტაბილურობა – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენი მთავრობა, ჩვენი გონივრული და სახელმწიფოებრივი, ეროვნული პოლიტიკით ვახერხებთ იმას, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული მშვიდობა, სტაბილურობა, ეს ასე გაგრძელდება და მინდა ყველას მოგიწოდოთ სიმშვიდისკენ, კონსოლიდაციისკენ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ღრიბაშვილის თქმით, ერი უნდა იყოს შეკრული, ერთიანი და ძლიერი, მტკიცედ უნდა გაგრძელდეს ქვეყნის მსახურება.

„მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ დღეს ჩვენს წინაშე ძალიან რთული გამოწვევები არსებობს, რეგიონში მოგეხსენებათ უპრეცედენტო მასშტაბის ომი მიმდინარეობს, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენი მთავრობა, ჩვენი გონივრული და სახელმწიფოებრივი, ეროვნული პოლიტიკით ვახერხებთ იმას, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული მშვიდობა, სტაბილურობა, ეს ასე გაგრძელდება და მინდა ყველას მოგიწოდოთ სიმშვიდისკენ და კონსოლიდაციისკენ. ჩვენი ერი უნდა იყოს შეკრული, ერთიანი და ძლიერი, მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მსახურება,“ – აღნიშნა პრემიერმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img