არსებული ინფორმაციით, უცხოური წარმოების კომპონენტების არქონის გამო, „ურალზავოდისა“ და „ჩელიაბინსკის ტრაქტორის ქარხნის“ საწარმოების მუშაობა შეჩერებულია, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
„ეს კომპანიები სპეციალიზირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის წარმოებასა და შეკეთებაში,“- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
მათივე ინფორმაციით, „უკრაინაში მყოფი საოკუპაციო ჯარები უკიდურესად საჭიროებენ დაზიანებული იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შეკეთებასა და აღდგენას.“