ამერიკული მედიის ინფორმაციით, რომელთა წყაროც პენტაგონის მაღალჩინოსანია რუსი სამხედროები სათანადო აღჭურვილობის არქონის გამო იყინებიან და რუსულ ძალებს შორის ასევე, საკვებისა და საწვავის დეფიციტია. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთის არმიას კვლავ აქვს ლოჯისტიკის და მდგრადობის პრობლემები.
“მათ ჯარისკაცებს აქვთ აღჭურვილობის პრობლემა. გვაქვს ინდიკატორები, დავასკვნათ, რომ ზოგიერთი მათგანი ფრონტიდან გაიყვანეს, რადგან გაიყინნენ”. – განაცხადა თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
მისივე განცხადებით, რუსებს ასევე აქვთ სარდლობის პრობლემებიც, რაც ართულებს მათ შორის კომუნიკაციას.