უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, რომ რუსი ტელეპროპაგანდისტები რუს პილოტებზე უარესები არიან. მინისტრი მათ წინააღმდეგ საქნციების დაწესებას ითხოვს.
“რუსი ტელეპროპაგანდისტები რუს პილოტებზე უარესები არიან. პილოტები ჩამოგდების საფრთხის წინაშე მაინც დგებიან. მოლაპარაკე თავებს კი უსაფრთხოდ სძინავთ, შემდეგ გადიან ეთერში და საუბრობენ ბირთვულ დარტყმებზე, ან NATO-ს წევრ ქვეყნებში შეჭრაზე. დაუწესეთ სანქციები თითოეულ მათგანს. დაბლოკეთ ყველა ტოქსიკური რუსული პროპაგანდა და მისი გამავრცელებლები” – წერს კულება.