ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოლბრაიტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა ნედ პრაისმა დაადასტურა.
მისი თქმით, ოლბრაიტის გარდაცვალების შესახებ უკვე შეატყობინა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს.
ოლბრაიტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 1997-2001 წლებში იყო.