უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს. მათ აეროპორტში ოჯახის წევრები, მეგობრები და მოქალაქეები დახვდნენ. ქართველ მებრძოლებს პატივი მიაგეს მოქალაქეებმა – ისინი დროშებითა და სანთლებით მივიდნენ აეროპორტის ტერმინალთან.
აეროპორტიდან ქართველი მეომრები ჩოხოსნების თანხლებით გამოასვენეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისული იყო საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
ბერიაშვილი და რატიანი 17 მარტს ქალაქ ირპენში რუსულმა ჭურვებმა შეიწირა. მათი ცხედრები ჯერ უკრაინიდან ვარშავაში, იქიდან კი თბილისში გადმოასვენეს.
ორივე მათგანს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.