25.11.2024

იენს სტოლტენბერგი – NATO უკრაინას გადასცემს ანტისატანკო, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და დრონებს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში NATO-ს საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ NATO უკრაინას გადასცემს ანტისატანკო, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და დრონებს.

“ნატოს ლიდერები შევთანხმდით იმაზე, რომ უზრუნველყოფილი იყოს შემდგომი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს მათი თავდაცვითი შესაძლებლობები. ჩვენ უკრაინას სამხედრო დახმარებასაც გავუწევთ და მათ გადავცემთ ანტისატანკო და საჰაერო თავდაცვით სისტემებსა და დრონებს, რომელებიც მაღალეფექტურია. აგრეთვე, მათ მიმართ გავაგრძელებთ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებასაც. უნდა გავაძლიეროთ მათი კიბერუსაფრთხოება და ასევე გადავცეთ შესაბამისი აღჭურვილობა, რათა უკრაინამ თავი დაიცვას ბიოლოგიური, ქიმიური და ატომური საფრთხეებისგან. გვსურს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ უკრაინის დასახმარებლად” – განაცხადა სტოლტემბერგმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img