25.11.2024

სტოლტენბერგი – შევთანხმდით, რომ NATO გაზრდის მხარდაჭერას საქართველოსა და ბოსნიის მიმართ

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უნდა გაიზარდოს იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის მხრიდან ჩარევისა და მუქარის საფრთხის ქვეშ არიან. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ნატო-ს ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსგავს ქვეყნებში საქართველოსა და ბოსნია ჰერცოგოვინას მოიაზრებს.

„მოკავშირეები შევთანხმდით, რომ ჩვენ, ასევე, უნდა გავზარდოთ მხარდაჭერა ყველა პარტნიორისთვის, ვინც არის რუსეთის მხრიდან ჩარევისა და მუქარის საფრთხის ქვეშ, მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია ჰერცოგოვინას მიმართ. ევროკავშირთან ერთობლივი მუშაობით უნდა დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტის დაცვასა და მდგრადობის გაძლიერებაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img