აშშ-ს მიაჩნია, რომ შეტევითი ოპერაციის ჩავარდნის გამო, რუსეთი ყურადღებას აღმოსავლეთ უკრაინის ხელში ჩაგდებაზე გაამახვილებს და არა კიევის შტურმზე, – ამის შესახებ Reuters-ი პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, რუსული ძალები შეეცდებიან, რომ დონბასი ალყაში მოაქციონ, რათა ზელენსკის ოფისთან მოლაპარაკებების დროს ბერკეტები ჰქონდეთ.
„ისინი ამას ანიჭებენ მთავარ პრიორიტეტს და ჩვენი ინფორმაციაც ამას ემთხვევა”, – განუცხადა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რუსული ჯარები კიევთან ახლოს არიან ჩარჩენილი და თავდაცვით პოზიციებს იკავებენ. ამავდროულად, უკრაინის არმია თანდათან ჩერნიგოვისკენ წინ მიიწევს.