24.11.2024

კობა გვენეტაძე – ინფლაცია არ შემცირდება იმ დონემდე, რასაც ვვარაუდობდით

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, გაზაფხულზე ინფლაციის შემცირებასთან დაკავშირებული მოლოდინები რუსეთ-უკრაინის ომის გამო არ გამართლდა და ინფლაცია იმ დონემდე არ შემცირდება, რასაც ვარაუდობდნენ.

„ინფლაცია, რომელიც უკვე გლობალური გამოწვევა იყო მთელი მსოფლიოსთვის და ველოდით, რომ ამ წელს გადაილახებოდა, კვლავ დარჩება გლობალურ გამოწვევად. ჩვენ ვარაუდობდით, რომ მარტში წლიური ინფლაცია 14%-დან შემცირდებოდა 8%-მდე. სამწუხაროდ, დღეს ვფიქრობ, რომ ეს ვერ მოხდება. როგორც ცნობილია, რუსეთი მნიშვნელოვანი მიმწოდებელი იყო ნავთობის, შესაბამისად ნავთობის ფასმა საგრძნობლად მოიმატა და ეს პროცესი სხვა პროდუქტებზეც გავრცელდება. ეს განაპირობებს იმას, რომ ინფლაცია არ შემცირდება იმ დონემდე, რასაც ვვარაუდობდით“,- განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, როცა მიწოდების ჯაჭვში პრობლემებია, შეუძლებელია მასთან გამკლავება მონეტარული პოლიტიკით. თუმცა, როცა მოთხოვნამაც დაიწყო ზრდა, აქ მნიშვნელოვანია, რომ მონეტარულმა პოლიტიკამაც შეასრულოს თავისი როლი.

„აქედან გამომდინარე მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რჩება საქართველოში. ხშირად მეკითხებიან, რა იქნება შემდეგი გადაწყვეტილება. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ამ ეტაპზე ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება“,- განაცხადა გვენეტაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img