„აშშ-ს არ აქვს რუსეთში რეჟიმის ცვლილების სტრატეგია“, – ამის შესახებ დამატებითი გნამარტება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „ვერ დარჩება ხელისუფლებაში“.
„გუშინ პრეზიდენტმა და თეთრმა სახლმა აღნიშნეს, რომ ვლადიმირ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება, რომ აწარმოოს ომი ან ჩაერთოს აგრესიაში უკრაინის ან სხვა ვინმეს წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება რუსეთის მოსახლეობას და ეს არის რუსი ხალხის გადასაწყვეტი.
როგორც მოგეხსენებათ და როგორც გსმენიათ, არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ არ გვაქვს რეჟიმის შეცვლის სტრატეგია არც რუსეთში და არც სხვაგან“, – განაცხადა ბლინკენმა.