25.11.2024

სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი – რუსეთ-უკრაინის ომი ახლო აღმოსავლეთში შიმშილს გამოიწვევს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის კრისტალინა გეორგიევას განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ახლო აღმოსავლეთში შიმშილს გამოიწვევს. ამის შესახებ მან დოჰაში გამართულ ფორუმზე განაცხადა.

გეორგიევას თქმით, ომმა და უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა, მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენა იქონია და შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ახალი „არაბული გაზაფხულის“ წინაპირობების პროვოცირება მოახდინოს.

„როდესაც ფასები გაიზრდება და ღარიბი ხალხი ვერ შეძლებს ოჯახების გამოკვებას, ისინი ქუჩაში გამოვლენ”, – აღნიშნა მან.

გეორგიევამ მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას, თავიდან აიცილონ საკვებისა და ენერგორესურსების დეფიციტი და, შესაბამისად, მათზე ფასების ზრდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა აღნიშნა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს, რათა ქვეყანამ შეძლოს მარცვლეულის მიწოდება მსოფლიო ბაზარზე.

„რაც უფრო სწრაფად წავა ტანკები, მით უფრო სწრაფად ჩამოვა ტრაქტორები. ივლისამდე უნდა გვქონდეს მოსავალი უკრაინაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს სურსათზე ფასების სტაბილურობა“, – განაცხადა გეორგიევამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img