“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საწვავის გაიაფების მოთხოვნის აქციების უკან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დგას.
“შეფასება ამას არ სჭირდება. ეს არაა შეფასება, არამედ ფაქტის კონსტატაცია, რაც თქვა პრემიერმა. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, როგორ იყო ორგანიზებული ეს აქციები. ეს აქციები ორგანიზებული იყო სისტემურად, არამარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ასეთ დროს, ისედაც ვიცით ხოლმე, რომ კონკრეტული ძალები დგანან უკან. ამ შემთხვევაში კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს, რომ ნაციონალური მოძრაობა დგას ამ აქციების უკან.” – განაცხადა კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.