უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის 331-ე გვარდიის საჰაერო სადესანტო პოლკის სარდლობა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, უკრაინის ტერიტორიაზე შეტაკების შედეგად დაიღუპა პოლკოვნიკი სერგეი სუხარევი, რომელიც 331-ე პოლკს მეთაურობდა. ასევე, განადგურდა შტაბის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი.
არსებული ინფორმაციით, დანაყოფის უმაღლესი ხელმძღვანელობის ყველა წევრი დაიღუპა.
ცნობისთვის, ეს ის სარდლობაა, რომელმაც 2014 წელს ილოვაისკის ხოცვა-ჟლეტა მოაწყო. თავდასხმას პირადად ხელმძღვანელობდა სუხარევი.