გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ გერმანია მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი გახდეს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა.
შტეფენ ჰებეშტრაიტის თქმით, ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს შოლცმა აღნიშნული როლის მორგებასთან დაკავშირებით “ზოგადი მზადყოფნა” გამოთქვა.
ამასთან, ჰებერშრაიტმა განაცხადა, რომ არ სურს სპეკულირება იმის შესახებ, გარანტორის როლი მოიცავს თუ არა სამხედრო კომპონენტს.