უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული დავით გობეჯიშვილი თბილისში ჩამოასვენეს. გობეჯიშვილი ქალაქ ირპენში დაიღუპა.
აეროპორტში მისი ოჯახის წევრები და სხვა მოქალაქეები შეიკრიბნენ და დაღუპულს პატივი მიაგეს.
დავით გობეჯიშვილი საქართველოს მეოთხე მოქალაქეა, რომელიც უკრაინის ომში ოკუპანტებმა მოკლეს.
17 მარტს ქალაქ ირპენთან დაიღუპნენ გია ბერიაშვილი და დავით რატიანი. 20 მარტს კი მარიუპოლში მოკლეს ბახვა ჩიქობავა.
ბერიაშვილი და რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს და 26 მარტს სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალეს.
ბახვა ჩიქობავას ცხედრის ჩამოსვენება მარიუპოლის ალყის გამო ვერ ხერხდება.