21.11.2024

ჯო ბაიდენი – არ არსებობს მტკიცებულება, რომ პუტინმა გამოიყვანა ჯარი კიევიდან და გადაადგილდება სამხრეთით

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის “სკეპტიკურადაა განწყობილი” იმ ინფორმაციის მიმართ, რომლის თანახმადაც, პუტინი მთელ თავის ძალებს უკრაინის დედაქალაქ კიევის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ პუტინმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

”ზუსტი პასუხი არ მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით, როგორც ჩანს, მან ყველა ჯარი არ გამოიყვანა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მან გამოიყვანა თავისი ჯარი კიევიდან და გადაადგილდება სამხრეთით“, – განაცხადა ბაიდენმა.

თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვლადიმირ პუტინი “აძლიერებს” თავის ძალებს უკრაინის აღმოსავლეთში, კერძოდ დონბასის რეგიონში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img