24.11.2024

სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ მიერთებული ვართ ყველა საერთაშორისო სანქციას და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს

„ჩვენ მიერთებული ვართ ყველა საერთაშორისო სანქციას და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს საქართველოს ფინანსური სექტორისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინისადმი სოლიდარული ნამდვილად არის.

„ჩემი აზრით, გადამეტებულია იმის თქმა, რომ ჩემსა და საქართველოს მთავრობას შორის დიდი აზრთა სხვადასხვაობაა. შეიძლება, სხვაობა იყოს ლექსიკაში, რომელსაც მთავრობა იყენებს. თბილისში თუ ჩამოხვალთ, დაინახავთ, რომ ხალხი მხარს უჭერს უკრაინას. ქალაქში ბევრი უკრაინული დროშაა და ბევრი ინიციატივა მოდის მოქალაქეებისგან იმის დემონსტრირებისთვის, რომ ქართველები უკრაინის სოლიდარულები არიან. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს რაც უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას ეხება.

ეს ღიმილის მომგვრელია, რადგან საქართველო ნამდვილად არ არის ის ქვეყანა, რომელსაც უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება შეუძლია. არის ბევრი სხვა ქვეყანა, რომელსაც ნატოს მეხუთე მუხლი იცავს, შეუძლია უკრაინის სამხედრო დახმარება და ამას აკეთებენ კიდეც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ქვეყნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ რაც შეუძლიათ. ამ კუთხით დავეთანხმები უკრაინის პრეზიდენტს და ვიტყვი, რომ რომელ ქვეყნებსაც შეუძლია მეტი სამხედრო დახმარების გაწევა უკრაინისთვის, მათ ეს უნდა გააკეთონ.

ჩვენ ვმონაწილეობთ ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის გამო დაწესდა და საქართველოს ფინანსური სექტორისთვის ესეც დიდ რამეს ნიშნავს. ასევე, მონაწილეობას ვიღებთ უკრაინის მხარდასაჭერად მიღებულ ყველა რეზოლუციაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img