იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ იტალია მზად არის, იმოქმედოს როგორც უკრაინის ნეიტრალიტეტის გარანტი. ამის შესახებ მან ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„იტალია შეუჩერებლად მუშაობს ამ კონფლიქტის სანქციებით დასასრულებლად და არასოდეს დათმობს დიპლომატიურ არხს. მხარეებს შორის მოლაპარაკებების გაგრძელება და ჰუმანიტარული ზავი პრიორიტეტია. ჩვენ აღვნიშნავთ თურქეთში მიღწეულ პროგრესს ორი დელეგაციის შეხვედრის შემდეგ. იტალიის მთავრობა მზადაა, წვლილი შეიტანოს სამშვიდობო პროცესში და იმოქმედოს როგორც უკრაინის ნეიტრალიტეტის გარანტი“, – განაცხადა ლუიჯი დი მაიომ.