პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხში ევროპა ჩამოუყალიბებელი პოზიციისთვის დაადანაშაულა და არსებულ მდგომარეობას „ლატარია“ უწოდა. ამის შესახებ მორავიეცკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„ასიათასობით უკრაინელი ყოველდღიურად იღვიძებს შიშით დაფრინავენ თუ არა რუსული თვითმფრინავები მათ სახლებზე, ევროპაში კი ლატარიაა… თავიდან ხმებს გამკაცრებულ სანქციებს აძლევენ, შემდეგ დღეს კი – რომ არ გაიზარდოს. პუტინმა მთელ უკრაინას ცეცხლი წაუკიდა, ევროპა კი მარჩიელობს, არის თუ არა საკმარისი რაოდენობის სახანძრო საბანი“, დაწერა მორავიეცკიმ.