16.11.2024

ლიეტუვამ რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე უარი განაცხადა

ლიეტუვა გახდა ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე უარი განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

„ევროპაში რუსეთის ენერგეტიკული შანტაჟისა და უკრაინის ომის საპასუხოდ, ლიეტუვა მთლიანად უარს ამბობს რუსულ გაზზე: ამ თვის დასაწყისიდან ლიეტუვის გაზის ტრანსპორტირების სისტემა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის გარეშე მუშაობს“, – ნათქვამია ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

„ეს არის გრძელვადიანი, თანმიმდევრული ენერგეტიკული პოლიტიკისა და დროული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების შედეგი“, – განაცხადა ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრმა, დაინიუს კრეივისმა.

ამავე საკითხს ეხმაურება ლიეტუვას პრეზიდენტი.

„ამ თვიდან ლიეტუვაში რუსული გაზი აღარ იქნება. წლების წინ ჩემმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს გვაძლევს საშუალებას, რომ აგრესორთან არსებული ენერგეტიკული კავშირები უმტკივნეულოდ გავწყვიტოთ. თუ ამის გაკეთება ჩვენ შევძელით, დანარჩენ ევროპასაც შეუძლია!“ – წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

განათლების ინოვაციები: მომავლის ფორმირება

ჩვენი დროის განათლება, როგორც არასდროს, ისე საჭიროებს ცვლილებებს. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, აუცილებელია, რომ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img