უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერის” გვერდზე ნაწამები და მოკლული ადამიანების ფოტოსურათებს აქვეყნებს და დასავლეთს რუსულ ენერგორესურსებზე სრული ემბარგოს დაწესებას სთხოვს.
პოდოლიაკის შეფასებით ნაციზმის ყველაზე მძიმე დანაშაულები ევროპას დაუბრუნდა.
„კიევის რეგიონი. 21-ე საუკუნის ჯოჯოხეთი. ქალებისა და მამაკაცების სხეულები, ვინც მოკლეს შეკრული ხელებით. ნაციზმის ყველაზე უარესი დანაშაულები ევროპაში დაბრუნდა. ეს განზრახ არის გაკეთებული რუსეთის მიერ. დააწესეთ ემბარგო რუსულ ენერგორესურსებზე, ჩაკეტეთ საზღვაო პორტები. შეაჩერეთ მკვლელობები“, – განაცხადა პოდოლიაკმა.