15.11.2024

არესტოვიჩი – ომის შედეგი 2-3 კვირაში გადაწყდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ ომის შედეგი 2-3 კვირაში გადაწყდება.

მისი თქმით, უკრაინას აღმოსავლეთში, მარიუპოლისთვის ძალიან რთული ბრძოლა ელის.

“მარიუპოლი უნდა გავათავისუფლოთ, ჩვენ არ შეგვიძლია მისი მიტოვება. გარკვეულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით უკვე ვდგამთ. თუ ომის პირველი ბედი ძირითადად ჩრდილოეთში გადაწყდა, მეორე – აღმოსავლეთში გადაწყდება. მგონია, რომ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება. მათ არ აქვთ რეზერვი, რომ აქტიური ფაზა გააგრძელონ. ამ რეზერვების მობილიზებისთვის 2-3 თვე დასჭირდებათ. სანქციები ეკონომიკას ბოლოს მოუღებენ. ანუ ახლა 2-3 კვირაში უნდა გადაწყდეს. მგონია, რომ 3 დღეში ისინი აქტიურად წავლენ და ამის შემდეგ 2 კვირა იქნება გადამწყვეტი”, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

მისივე თქმით, რუსული ჯარები კიევის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში არ დაბრუნდებიან.

“ისინი აქ ნამდვილად არ დაბრუნდებიან. რადგან ამისთვის, არ აქვთ მობილიზებული პოტენციალი. გარდა ამისა, წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, მათ გადააქვთ ძალები აღმოსავლეთში, მარიუპოლში”, – განაცხადა არესტოვიჩმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

განათლების ინოვაციები: მომავლის ფორმირება

ჩვენი დროის განათლება, როგორც არასდროს, ისე საჭიროებს ცვლილებებს. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, აუცილებელია, რომ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img