ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა გათავისუფლებული ბუჩადან გავრცელებულ მშვიდობიანი მოსახლეობის წამებისა და მოკვლის ფაქტების ამსახველ კადრებს გამოეხმაურა.
„შეძრწუნებული ვარ რუსეთის არმიის სისასტიკით ბუჩასა და სხვა გათავისუფლებულ ოლქებში. ეს არის პუტინის ომის დანაშაულის მწარე რეალობა. მსოფლიომ უნდა იცოდეს რა ხდება. უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს. დამნაშავეები და მათი მეთაურები უნდა დაისაჯონ“, – წერს ის ტვიტერზე.
უკრაინული მხარე გათავისუფლებულ ქალაქებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. მედიაში ვრცელდება კადრები რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ქალაქ ბუჩადან, რომელზეც ქალაქში არსებული მძიმე მდგომარეობაა აღბეჭდილი.