ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიევის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ, ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას “სისასტიკე” უწოდა.
მისი თქმით, მსგავსი სისასტიკე “ევროპაში ათწლეულების მანძილზე” არ უნახავთ.
„ეს არის სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, რომელიც ევროპაში ათწლეულების მანძილზე არ გვინახავს. საშინელებაა და აბსოლუტურად მიუღებელია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები ხდებიან სამიზნე და კლავენ. ეს უბრალოდ ხაზს უსვამს მნიშვნელობას, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს”, – განუცხადა მან CNN-ის ჟურნალისტს კითხვაზე, იყო თუ არა ეს აქტი გენოციდი.
სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „მტკიცედ მიესალმება” სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას, რომელიც უკრაინაში ომის დანაშაულებებზე დაიწყო.