24.11.2024

სასამართლომ ლექსო ლაშქარავას საქმეზე ბრალდებულებს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, „ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ელიეშვილმა გამოაცხადა.

ელიეშვილის გადაწყვეტილებით, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს 5- წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

მოსამართლემ 6-ვე ბრალდებული ყველა ბრალდებაში ცნო დამნაშავედ, მხოლოდ ცოტნე ჩიხლაძის შემთხვევაში მოხდა ერთ-ერთი მუხლის კვალიფიკაციის შეცვლა. ჩიხლაძეს ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის ილიკო თვალიაშვილის მიმართ სხეულის მძიმე დაზიანებას ედავებოდნენ, მუხლის კვალიფიკაცია ძალადობით შეიცვალა, ვინაიდან მოსამართლის განმარტებით, საქმეზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ არის წარმოდგენილი.

აღნიშნული ეპიზოდი “ტვ პირველის” ოპერატორს, ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას, ასევე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორის ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება.

დაკავებული პირებიდან ბრალს ამ დრომდე არც ერთი აღიარებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img