უკრაინას სურს, მსოფლიოს აჩვენოს, რა მოხდა ქალაქ ბუჩაში”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელიც დღეს ბუჩაში ჩავიდა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა.
მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ყველამ ნახოს, რა ჩაიდინეს რუსმა სამხედროებმა ქალაქში.
ზელენსკის თქმით, ბუჩაში მომხდარი გენოციდად ფასდება.
“მნიშვნელოვანია, რომ აქ იმყოფება პრესა, ჟურნალისტები. გვინდა, რომ ნახოთ, რა მოხდა აქ. რა ჩაიდინეს რუსმა სამხედროებმა, რუსეთის ფედერაციამ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა იბრძვის. რუსმა სამხედროებმა მათ გაუწყვიტეს ელექტროენერგია, გაზი, რისი აღდგენაც მნიშვნელოვანია.
ხალხი აქ ერთმანეთს ეხმარებოდა, ჩვენ ვიცით, რომ ათასობით ადამიანია მოკლული, რასაც ვაფასებთ გენოციდად. ძალიან რთულია ილაპარაკო, როცა ხედავ იმას, რაც აქ ჩაიდინეს. ყოველდღიურად ადამიანებს პოულობენ კასრებში, თხრილებში, გაგუდულებს, ნაწამებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.