23.11.2024

შტაინმაიერი – ჩემი შეუპოვრობა „ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ზე შეცდომა იყო – ვფიქრობდი, რომ პუტინი არ დაუშვებდა თავისი ქვეყნის დანგრევას იმპერიული სიგიჟის გამო, მე ვცდებოდი

გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, ბერლინი შეცდა, როდესაც უსაფრთხოების საერთო არქიტექტურაში რუსეთი ჩართო. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

როგორც შტაინმაიერმა აღნიშნა, შეცდომა იყო რუსეთსა და გერმანიას შორის გაზსადენ ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტზე ამდენი ხნის განმავლობაში მიჯაჭვულობა.

“ჩვენ ვცდილობთ იმ ხიდების შენარჩუნებას რუსეთთან, რომელთა შენარჩუნებას, რუსეთს აღარ სურდა და რის შესახებაც ჩვენი პარტნიორები გვაფრთხილებდნენ… არ მჯეროდა, რომ ვლადიმერ პუტინი არ შეეგუებოდა რუსეთის სრულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და მორალურ დანგრევას თავისი იმპერიული სიგიჟის გულისთვის – ამ აზრში, ისევე როგორც სხვები, მე შევცდი”, – თქვა შტაინმაიერმა.

წლების განმავლობაში აშშ და გერმანიის სხვა მოკავშირეები ბერლინს მილსადენის პროექტის გამო აკრიტიკებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ეს იქნებოდა უკრაინისთვის საშიში და არასწორ სიგნალს გაუგზავნიდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მას შემდეგ, რაც მან 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა. მაგრამ გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი მისი ვადის ამოწურვამდე რჩებოდა იმ პოზიციაზე, რომ Nord Stream 2 იყო კომერციული პროექტი და პოლიტიკასთან არაფერი ჰქონდა საერთო.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img