23.11.2024

კობახიძე უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე – სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა ცალმხრივია

ბრალდებები არის ძალიან მძიმე მოვლენა. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა ცალმხრივია, თუმცა, ჩვენ მაინც მზად ვართ, რომ ეს ცალმხრივი მეგობრობა გავაგრძელოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს ინფორმაცია არის იმ ალოგიკური გადაწყვეტილებისა და ნაბიჯების გაგრძელება, რაც უახლოეს წარსულში ვიხილეთ, “მათ შორის ელჩის გაწვევის სახით”.

„ამ ყველაფერს აქვს ერთი მარტივი მიზეზი, რაც უკვე არაერთხელ ვთქვით, ადამიანები, რომლებიც აქ რადიკალურ ოპოზიციაში არიან, იქ ხელისუფლების ნაწილი არიან. იგივე სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ამგვარი ალოგიკური ნაბიჯები არის აბსოლუტურად ლოგიკური, ეს არის სამწუხარო რეალობა. რაც შეეხება ამ ბრალდებას, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა ცალმხრივია, თუმცა, ჩვენ მაინც მზად ვართ, რომ ეს ცალმხრივი მეგობრობა გავაგრძელოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ უკრაინელი ხალხის, სახელმწიფოს, ქვეყნის ინტერესების რეალიზებას.

როდესაც ერთ მხარეს არის ადამიანი, ერთ ქვეყანაში რადიკალურ ოპოზიციაში და მეორე ქვეყანაში არის ხელისუფლების ნაწილი, ნებისმიერი ალოგიკური ნაბიჯი ასეთ დროს არის მოსალოდნელი, ეს არის სამწუხარო უნიკალური მოცემულობა, რაც დღევანდელ რეალობას ახასიათებს. ჩვენ წლების განმავლობაში ვთხოვდით უკრაინის ხელისუფლებას, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ყველგან რევენ ვითარებას, სადაც კი შეუძლიათ და ამ შემთხვევაში უკრაინაში, არ უნდა ყოფილიყვნენ, იდეალურ შემთხვევაში, უკრაინის ხელისუფლების ნაწილი, თუმცა, სამწუხაროდ, დღესაც არიან. მათ შორის სააკაშვილიც, დღემდე ფორმალურად თუ არაფორმალურად რეფორმირების საბჭოს ხელმძღვანელია უკრაინის ხელისუფლებაში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, როგორც ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ასევე თავად უკრაინისთვის, მისი უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ ეს ადამიანები არ ყოფილიყვნენ უკრაინის ხელისუფლების ნაწილი, თუმცა, უკრაინის ხელისუფლებამ სხვა არჩევანი გააკეთა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img