24.11.2024

დავით უსუფაშვილი – სანამ უტყუარ და მტკიცე საფუძველს არ ვნახავთ, შეუძლებელია დავიჯეროთ ის, რაც გავრცელდა საქართველოს გავლით კონტრაბანდის არხზე

სანამ უტყუარ და მტკიცე საფუძველს არ ვნახავთ, შეუძლებელია დავიჯეროთ ის, რაც გავრცელდა საქართველოს გავლით კონტრაბანდის არხზე – მსგავსი მოვლენა თეორიის, ფანტასტიკის სფეროა, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ისურვებდა ან მტკიცებულებების დადებას ან ინფორმაციის უარყოფას.

„სანამ უტყუარ და მტკიცე საფუძველს არ ვნახავთ, შეუძლებელია დავიჯეროთ ის, რაც გავრცელდა საქართველოს გავლით კონტრაბანდაზე და ა.შ. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი. მინდა, ყველას ვთხოვო, ეს იქნება საკუთარი მთავრობა თუ მეგობარი უკრაინის მთავრობა, ასეთ საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ და ისედაც რთულ ვითარებაში, ნუ დავძაბავთ დამატებითი თემებით ვითარებას. არ მჯერა, რომ საქართველოში ვინმე ასეთი საქმიანობით არის დაკავებული ან ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლია. ვისურვებდი, მალე ან მტკიცებულება დაიდოს, ან უარყოფილი იყოს ეს ინფორმაცია. უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს ინდივიდების მიმართაც და მთავრობების მიმართაც. ვინც ბრალი წამოაყენა, მან უნდა დაამტკიცოს ეს. ამ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ თქვას, რომ ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია და ეს არ იციან, კიდევ როგორ უნდა დამტკიცდეს? ასეთ ვითარებაში მტკიცების ტვირთი იმ მხარესა, ვინც ამას ამბობს, მაგრამ მინდა, ვისურვო, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება და სამუშაო რეჟიმში გადავალთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი ასევე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებას და აღნიშნა, რომ ასეთ დროს მსგავსი ინფორმაცია სხვა ქვეყნებსაც ექნებოდათ.

„ასეთი რამეები შეუმჩნევლად ვერ ხდება, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როცა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ყველაზე მძლავრი სადაზვერვო სამსახურები ჩვენს რეგიონს – უკრაინას და მის შემოგარენს ყველაზე უფრო გაფაციცებით აკვირდებიან. ასე რომ, ასეთ დროს მსგავსი მოვლენა თეორიის, ფანტასტიკის სფეროა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img