21.11.2024

ანატოლი ბიბილოვი – სამხრეთ ოსეთში, შესაძლოა, ორი რეფერენდუმი ჩატარდეს – პირველი: რუსეთთან შეერთების, მეორე კი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების შესახებ

სამხრეთ ოსეთში, შესაძლოა, ორი რეფერენდუმი ჩატარდეს: პირველი რუსეთთან შეერთების შესახებ, რის შემდეგაც შეიძლება ჩატარდეს რეფერენდუმი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების შესახებ, – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პრეზიდენტმა“, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ცხინვალი მალე გადადგამს „სამართლებრივ ნაბიჯებს“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლისთვის. ბიბილოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად მოსკოვთან კონსულტაციები მიმდინარეობს და რეფერენდუმი, შესაძლოა, 10 აპრილის შემდეგ ჩატარდეს.

“უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ფედერაციაში პირდაპირ შესვლა და ოსების პირდაპირი გაერთიანება ერთდროულად ვერ მოხდება, რადგან კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა. როცა სამხრეთ ოსეთი უკვე რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში იქნება, უნდა დაიწყოს ოსეთის გაერთიანების პროცესები და შემდეგ უკვე ორი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა ბიბილოვმა.

მისი მტკიცებით, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა უკვე რეალურია.

„დღეს შესაძლებლობების ეს ფანჯარა არსებობს, დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხის საუკუნოვანი, ფაქტობრივად, საუკუნოვანი სურვილი, შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციას, რეალურია. ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს უფლება, ეს შესაძლებლობა არ გამოვიყენოთ“, – განაცხადა ბიბილოვმა.

წყარო: interpressnews.ge

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img