23.11.2024

საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის დროებითი რწმუნებულის უწყებაში დაბარებაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულ, ანდრეი კასიანოვთან საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ანდრეი კასიანოვს მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია შეხვდა.

„უკრაინის წარმომადგენელთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს საქართველოს სპეციალურ სამსახურებსა და რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებს შორის ფარული კავშირები არსებობს და სანქცირებული კონტრაბანდული ტვირთები საქართველოს გავლით გადაიზიდება. ცალსახად აღინიშნა, რომ ხსენებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, ისევე როგორც საფრთხის შემცველია საქართველოს უსაფრთხოებისთვის. შეხვედრაზე უკრაინელ დიპლომატს გადასცეს საქართველოს შესაბამისი უწყებების – უსაფრთხოების სასმსახურის და ფინანსთა სამინისტროს პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებით. მათ შორის დიპლომატს გადაეცა ქართული მხარის მოთხოვნა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულებები გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება საქართველოს მიერ უკრაისადმი გამოხატული მხარდაჭერისა და სოლიდარობისათვის, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების, უკრაინელ ლტოლვილთა მიღების საქმეში გაწეული წვლილისა და საქართველოს მტკიცე პოზიციისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციებისა და განცხადებების თვალსაზრისით.

თავის მხრივ, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რაც საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის.

ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინის მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის.

მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის მზაობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გაგრძელებაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img