25.11.2024

მიკოლაევში ოკუპანტებმა ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს

მიკოლაევში რუსულმა ძალებმა ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს. ოლქის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმმის თქმით, ეს საიდუმლო სამედიცინო ობიექტი იყო. საავადმყოფოს დაბომბვის ინფორმაცია ასევე დაადასტურა ორგანიზაციამ “ექიმები საზღვრებს გარეშე”.

ორგანიზაციის ცნობით, რუსები ასევე თავს დაესხნენ ონკოლოგიური კლინიკის შენობას, სადაც ომის დაწყების შემდეგ დაჭრილებს მკურნალობენ.

“4 აპრილს ორგანიზაციიდან ექიმები საზღვრებს გარეშე 4 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი მიკოლაევში იმყოფებოდა. ისინი ქალაქის და რეგიონის ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელებს შეხვდნენ. როგორც კი გუნდი ქალაქის ონკოლოგიურ საავადმყოფოში შევიდა, სადაც ომის დაწყებიდან დაჭრილებს მკურნალობენ, შენობას ცეცხლი გაუხსნეს. 10 წუთის განმავლობაში არაერთი ბომბი ისროლეს”.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img