მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკოს ინფორმაციით, ქალაქის ინფრასტრუქტურის 90% რუსების მიერ განადგურდა, აქედან მინიმუმ 40% აღდგენას არ ექვემდებარება.
“მხოლოდ წინასწარი შეფასებით, მარიუპოლში ბლოკადის ერთი თვის განმავლობაში 5000 ადამიანი მოკლეს, რომელთაგან დაახლოებით 210 ბავშვი იყო. რუსეთის ტერორისტულმა ჯარებმა რამდენიმე სუპერძლიერი ბომბი ესროლეს ბავშვთა საავადმყოფოს, გაანადგურეს ქალაქის საავადმყოფოს ერთ-ერთი შენობა. თითქმის 50 ადამიანი ცოცხლად დაწვეს. დაბომბეს დრამატული თეატრი, სადაც იმ დროისთვის თავს 900-ზე მეტი ადამიანი აფარებდა. ეს მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია”, – განაცხადა მარიუპოლის მერმა.