უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიპლომატიურ მისიებსა და საელჩოებს კიევში დაბრუნებისკენ მოუწოდა და მადლობა გადაუხადა თურქეთსა და ლიეტუვას, რომ უკვე გადადგეს ეს ნაბიჯი. ამაზე უკრაინის პრეზიდენტმა თავის ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
“საელჩოები ბრუნდებიან კიევში. ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, თუნდაც სიმბოლოებისა და დიპლომატიური ჟესტების დონეზე. გთხოვთ, დაბრუნდით, ვინც მამაცი ხართ, გთხოვთ დაბრუნდით ჩვენს დედაქალაქში და განაგრძეთ მუშაობა”, – თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ეს არის “სიგნალი რუსეთისთვის, რომ კიევი ჩვენია, ეს არის დედაქალაქი და არა რუსეთის პრივინცია”.