იაპონია რუსული ქვანახშირის იმპორტს თანდათან შეამცირებს, – ამის შესახებ იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა კოიჩი ჰაგიუდამ განაცხადა.
მისი განმარტებით, იაპონიას განზრახული აქვს რუსულ პროდუქტებზე დამოკიდებულება მთელი რიგი ღონისძიებების საშუალებით შეწყვიტოს.
ჯერჯერობით უცნობია, როდიდან შემცირდება რუსული ქვანახშირის იმპორტი.