25.11.2024

აშშ უკრაინას სტინგერებს, ჯაველინებს და დრონებს უგზავნის

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთთან წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვებისთვის მორიგ სამხედრო დახმარებას უგზავნის. ინფორმაციას უკრაინული მხარე პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამხედრო დახმარების შესახებ განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც შტატებმა კიდევ 100 მილიონი დოლარი დაამტკიცა უკრაინის მხარდასაჭერად. 

პენტაგონმა უკვე გამოაქვეყნა იმ სამხედრო დახმარების სია, რომელსაც უკრაინას მიაწვდის. 

✔️ 1400-ზე მეტი სტინგერი

✔️ 5000-ზე მეტი ჯაველინი 

✔️ 7000-ზე მეტი სხვა ტანკსაწინააღმდეგო სისტემა

✔️ ასობით ტაქტიკური SwitchBlade-ს დრონი

✔️ ოთხი რადარი ანტისაარტილერიო და უპილოტო საჰაერო სისტემების თვალყურის დევნებისთვის

✔️ ოთხი ნაღმტყორცნების სარადარო სისტემა

✔️ დაჯავშნილი მაღალმოძრავი მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანები

✔️ 45 ათასი ჯავშანი და ჩაფხუტი

✔️ სარაკეტო სისტემები ლაზერული ხელმძღვანელობით

✔️ პუმას უპილოტო საჰაერო სისტემები

✔️ ღამის ხედვის მოწყობილობები, თერმული გამოსახულების და საკომუნიკაციო სისტემები

CNN-ის ცნობით, საერთო ჯამში აშშ-ის დახმარება უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 1.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img