საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 273 ახალი დადასტურებული შემთხვევა.გარდაიცვალა 1 პაციენტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.31%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.2% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.82%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 577 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 630 564.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 273 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 101 შემთხვევა, აჭარა – 17, იმერეთი – 37, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 21, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 17, კახეთი – 21, მცხეთა-მთიანეთი -6, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.