საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, უკრაინის რადას თავმჯდომარის მიწვევა არ მიუღია.
პრესსამსახურს ინფორმაციით, მიწვევა პარლამენტში არ შესულა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მიწვევა, თავად ჩავიდეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახოს ომის დანაშაულები. ამის შესახებ კასიანოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა