უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 177 ბავშვი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინაში ომის დროს სულ მცირე 336 ბავშვი დაიჭრა.
UNIAN-ის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები დასაზუსტებელია, რადგან რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ რეგიონებსა და საბრძოლო მოქმედებების არეალში ინფორმაციის მოძიება კვლავ მიმდინარეობს.
უკრაინული მედიის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის მხრიდან მიმდინარე ყოველდღიური დაბომბვების შედეგად 938 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 87 კი სრულად განადგურდა.