25.11.2024

მედია – ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე საკუთარი ძალების მუდმივად განლაგებას გეგმავს

ნატო, რუსეთის მომავალ აგრესიასთან დაპირისპირების მიზნით, საზღვარზე ჯარის მუდმივად განთავსების გეგმაზე მუშაობს, – ინფორმაციას The Telegraph-ი ნატოს გენერალურ მდივანზე, იენს სტოლტენბერგზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ის, რასაც ახლა ვხედავთ, არის ახალი რეალობა, ახალი ნორმა ევროპული უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, ვთხოვეთ ჩვენს სამხედრო მეთაურებს შემოგთავაზონ ვარიანტები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გადატვირთვას, ნატოს გრძელვადიან ადაპტაციას”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, გადატვირთვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ნატოს სამიტზე მოხდება, რომელიც ივნისში მადრიდში გაიმართება.

სტოლტენბერგის ინფორმაციით, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ამჟამად ალიანსის 40 000 ჯარისკაცია განლაგებული.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img